„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რეშფორდის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რეშფორდის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

როგორც გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, ინგლისურმა და ესპანურმა კლუბებმა მოილაპარაკეს ფეხბურთელის ტრანსფერზე. ეს იქნება იჯარა 2025-26 წლების სეზონში გამოსყიდვის უფლებით. გარიგების დანარჩენი დეტალები უახლოეს დროში მოგვარდება. „ბარსელონამ“ უკვე დაგეგმა 27 წლის ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნაწილი რეშფორდმა იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა, რის შემდეგაც ბირმინგემულმა კლუბმა არ მოისურვა ფეხბურთელის გამოსყიდვა. შესაბამისად, რეშფორდი დაბრუნდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც ფორვარდს მიანიშნეს, რომ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ახალ სეზონში არ აპირებს მასზე აქცენტის გაკეთებას.