„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაეჯახა - გაიმართა ევროპის ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა  #1TVSPORT
„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაეჯახა - გაიმართა ევროპის ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა  #1TVSPORT

შვეიცარიის ნიონში ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველი ნაწილის წილისყრა გაიმართა.

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპი ორ ნაწილად გაიმართება. პირველ ნაწილში ერთმანეთს შეხვდებიან ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსნები (განთესილები) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები (განუთესავები).

გუნდები მერვედფინალური ეტაპის პირველ ნაწილში ასე დაწყვილდნენ:

 

ბარსელონა (ესპანეთი)-მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

იუვენტუსი (იტალია)-ნანტი (საფრანგეთი)

სპორტინგი (პორტუგალია)-მიდტიულანდი (დანია)

შახტარი (უკრაინა)-რენი (საფრანგეთი)

აიაქსი (ნიდერლანდები)-უნიონი (გერმანია)

ლევერკუზენი (გერმანია)-მონაკო (საფრანგეთი)

სევილია (ესპანეთი)-ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)

ზალცბურგი (ავსტრია)-რომა (იტალია)

 

პირველი მატჩები 16 თებერვალს გაიმართება, განმეორებით – 23 თებერვალს.

შემდეგ იქნება მერვედფინალის მეორე ნაწილი, რომელშიც შეხვდებიან პირველ ნაწილში გამარჯვებული რვა გუნდი და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული (არსენალი, ფენერბაჰჩე, ბეტისი, სტ. ჟილი, სოსიედადი, ფეიენოორდი, ფრაიბურგი, ფერენცვაროში)

ამ ნაწილის წილისყრა 24 თებერვალს გაიმართება.