„ბარსელონა“ მაკტომინეით ინტერესდება #1TVSPORT

18:03, 01.12.2025

„ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, რომელიც გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, შეიძლება „ბარსელონაში“ გადავიდეს.

ინტერნეტ-გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, კატალონური კლუბი 28 წლის ფეხბურთელს ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთ ოპციად მიიჩნევს და ის შეიყვანა შორტ-ლისტში, რომელშიც ასევე არის ამადუ ონანა „ასტონ ვილადან“.

მაკტომინეის გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“.

ზამთარში „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, მაკტომინეი შეუერთდება „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავის ყოფილ პარტნიორს მარკუს რეშფორდს.

მსგავსი