„ბარსელონა“ მაისის „ელ კლასიკოს“ სხვა ქვეყანაში ჩატარების ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ მაისის „ელ კლასიკოს“ სხვა ქვეყანაში ჩატარების ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა განიხილავს ვარიანტს – ლა ლიგას 35-ე ტურში მადრიდის „რეალს“ ესპანეთის საზღვრებს გარეთ უმასპინძლოს. ამის შესახებ წერს გაზეთი AS რადიო SER Catalunya-ზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, კატალონურ კლუბში ამ მატჩის ჩატარება განახლებულ „კამპ ნოუზე“ სურდათ, მაგრამ სტადიონის საბოლოო რეკონსტრუქცია თამაშის თარიღისთვის (11 მაისი) არ ესწრება. ამასთან, ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც დღეს გუნდი თამაშობს, მუსიკალური კონცერტების სერიაა დაგეგმილი.

„ბარსელონას“ ჯერ არ უცნობებია თავისი გეგმების შესახებ ლა ლიგასთვის და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცისთვის, რადგან იმედოვნებს, რომ მაინც მოასწრებს „კამპ ნოუს“ რემონტის დასრულებას. გარდა ამისა, „კლასიკოს“ სხვა ქვეყანაში ჩატარებას „რეალის“ თანხმობაც სჭირდება.