„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესს მოელაპარაკა
„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესს მოელაპარაკა
ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ კონტრაქტზე მოელაპარაკა მილანის „ინტერის“ ფორვარდს ლაუტარო მარტინესს.
როგორც „დეილი სტარი“ წერს, „ბარსელონა“ მზად არის, ფეხბურთელს წელიწადში 17 მილიონი ევრო დაუნიშნოს. დაახლოებით ასეთი ოდენობის ხელფასი აქვს კლუბში ანტუან გრიზმანს, რომელიც კატალონელებმა შარშან შეიძინეს „ატლეტიკოდან“.
22 წლის ლაუტაროს ტრანსფერის თანხა 65 მილიონ ევროს გაუტოლდება. სწორედ ამ ფეხბურთელში ხედავენ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ლუის სუარესის შემცვლელს.
ამ სეზონში მარტინესმა „ინტერის“ რიგებში 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.