„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის მიმართ ინტერესს გამოთქვამს – „ინტერის” ფორვარდი ალვარესის ალტერნატივად განიხილება #1TVSPORT
„ბარსელონა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებს, სცადოს ლაუტარო მარტინესის გადაბირება.
გამოცემა ElDesmarque-ის ინფორმაციით, კატალონელთა დამრიგებელი ჰანს-დიტერ ფლიკი ითხოვს ფორვარდის შეძენას და ხულიან ალვარესი „ატლეტიკოდან“ კვლავ რჩება პრიორიტეტულ სამიზნედ, მაგრამ „ბარსელონა“ იძულებულია, იფიქროს სათადარიგო გეგმაზე.
„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის კანდიდატურა სულ უფრო პოპულარული ხდება „ბარსელონაში“. მას მაღალ შეფასებას აძლევენ როგორც ფლიკი, ასევე სპორტული დირექტორი დეკუ. თუ ამ კვირას ალვარესის შეძენის საკითხში პროგრესი არ იქნება, ესპანეთის ჩემპიონს მოუწევს ალტერნატიულ ვარიანტზე გადასვლა.
ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ 2018-19 წლების სეზონიდან თამაშობს.