„ბარსელონამ“ კუმანის სადებიუტო მატჩი მოიგო – მესიმ ერთი ტაიმი ითამაშა (ვიდეო)

01:39, 13.09.2020

„ბარსელონამ“ ამხანაგური მატჩი გამართა ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბის „ხიმნასტიკის წინააღმდეგ.

კატალონურმა კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის სადებიუტო მატჩში 3:1 მოიგო.

“ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ, რომელსაც გუნდის დატოვება უნდოდა, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მეხუთე წუთზე უსმან დემბელემ გაიყვანა წინ „ბარსა“, მე-17 წუთზე კი ანტუან გრიზმანმა პენალტი გამოიყენა. 30-ე წუთზე ხავი ბონილიამ ერთი ბურთი გაქვითა.

პირველი ტაიმი ესპანეთის ვიცე-ჩემპიონმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნეტო, პიკე, სერხიო, ალენია, გრიზმანი, მესი, დემბელე, ლანგლე, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, პედრი.

მეორე ტაიმში „ბარსელონას“ სრულიად სხვა შემადგენლობა ჰყავდა: ინიაკი პენია, ნელსონ სემედუ, არაუხო, ფილიპე კოუტინიო, ტრინკაო, ბრეიტვეიტი, ფ. დე იონგი, კუენკა, ჟუნიორი, რიკი პუიგი, კონრადი.

შესვენებიდან რამდენიმე წუთში კატალონელებმა პენალტის უფლება მიიღეს, რომელიც გამოიყენა.

https://twitter.com/i/status/1304830495125942274

https://twitter.com/i/status/1304833854318866432

https://twitter.com/i/status/1304846624670150657

 

 

 

მსგავსი