„ბარსელონა“ ხუთშაბათს მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას აპირებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ხუთშაბათს მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას აპირებს #1TVSPORT

რონალდ კუმანის განთავისუფლების შემდეგ, „ბარსელონა“ აპირებს მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი ნახევარმცველი ჩავი მიიწვიოს. კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ ხუთშაბათისთვის ყველა დეტალს მოაგვარებენ, – იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV.

ჩავიმ თავისი კარიერის დიდი ნაწილი „ბარსელონაში“ (1998-2015) გაატარა და კლუბთან ერთად 25 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და რვაჯერ – ესპანეთის ჩემპიონატი.

2015 წელს, ის ყატარის „ალ-სადში“ გადავიდა, 2019 წელს კი ამ კლუბში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და გუნდს შვიდი ტიტული მოაგებინა.

„ბარსელონამ“ ოთხშაბათს, ლა ლიგას მე-11 ტურში 0:1 წააგო „რაიო ვალეკანოსთან“ და სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კუმანის წასვლის შესახებ.

წინა ტურში „ბარსელონამ“ შინ წააგო „რეალთან“ „ელ კლასიკო“. გუნდს 10 მატჩში 15 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს სამ ტურში სამი ქულა აქვს და მესამე ადგილი უკავია.

დატოვე კომენტარი