„ბარსელონა“ ინტერესდება მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდით, ხულიან ალვარესით.
კატალონელები უკვე ჩამოყალიბდნენ იმ პოზიციებზე, რომელიც უნდა გააძლიერონ მომავალი წლის ზაფხულში. ერთ-ერთია თავდასხმის ცენტრი.
შესაბამისად, „ბარსელონა“ ზრუნავს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის პოვნაზე და ერთ-ერთი კანდიდატია ხულიან ალვარესი. კატალონური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა 25 წლის არგენტინელი ფორვარდის დიდი თაყვანისმცემელია, – იტყობინება გამოცემა The Athletic-ი.
ამავდროულად, ამ მომენტისთვის გარიგება ახლოს არ არის კონკრეტიკასთან.
„ატლეტიკოში“ ორ სეზონში ალვარესმა 42 მატჩში 18 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.