„ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ მესისადმი მიძღვნილი მატჩით გახსნის #1TVSPORT
„ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ მესისადმი მიძღვნილი მატჩით გახსნის #1TVSPORT

„ბარსელონა“„კამპ ნოუზე“ ლიონელ მესის პატივსაცემად მატჩის ორგანიზებაზე მუშაობს.

როგორც ვებგვერდი 3Cat-ი იტყობინება, კატალონური კლუბი უკვე დაუკავშირდა ლეგენდარული არგენტინელის ოჯახს და მესიმ თანხმობა განაცხადა მატჩის ჩატარებაზე.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, მესისადმი მიძღვნილი მატჩი დაემთხვევა „კამპ ნოუს“ გახსნას სტადიონზე სახურავის დამონტაჟებისა და შევსებადობაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. „ბარსელონას“ მთავარი არენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2026-27 წლების სეზონში იგეგმება.