„ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ დროებით დატოვებს და 2028 წლის იანვარში დაბრუნდება #1TVSPORT

23:03, 23.09.2026

„ბარსელონა“ კვლავ მოუწევს დროებით „კამპ ნოუს“ დატოვება. მომდევნო სეზონის პირველ ნახევარს გუნდი „ოლიმპიკ ლუის კომპანისის“ სტადიონზე ჩაატარებს და რეკონსტრუირებულ „კამპ ნოუზე“ 2028 წლის იანვარში დაბრუნდება. ამის შესახებ ESPN იუწყება.

წყაროს ცნობით, კლუბის ფინანსურმა დირექტორმა ფერან ოლივემ „ბარსელონას“ წევრთა საერთო კრებაზე განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონს ფეხბურთელები ძირითად არენაზე დაასრულებენ, თუმცა მომდევნო სეზონის სტარტს უკვე ლუის კომპანისის სახელობის სტადიონზე შეხვდებიან. დაბრუნების მომენტისთვის „კამპ ნოუს“ ტრიბუნების ტევადობა 95 ათასი იქნება, ხოლო 2028/2029 წლების სეზონიდან სტადიონი 105 ათას მაყურებელს მიიღებს.

პროექტის განხორციელებაში შეფერხებების გამო, კლუბის წევრებმა 510 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცეს. შედეგად, „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციის საერთო ხარჯი 2 მილიარდ ევროს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უეფა-მ „კამპ ნოუ“ 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლად დაამტკიცა.

მსგავსი