ბარსელონა ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი გუნდია
ბარსელონა ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი გუნდია

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ შემოსავალმა 2017-2018 წლების სეზონზე 1,05 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ამ მონაცემით, „ბარსელონა“ გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. ამასთან მოგება გასულ სეზონზე 12,67 მილიონი დოლარი იყო. სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ 2021 წლისთვის კატალონიური კლუბის შემოსავალი მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

შედარებისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემოსავალი 2017-2018 წლებში 590 მილიონი ფუნტი იყო.