„ბარსელონა“ ისევ შეეცდება ჟოაო ფელიქსის შეძენას #1TVSPORT
„ბარსელონა“ ისევ შეეცდება ჟოაო ფელიქსის შეძენას #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ დაწერა პორტალმა Sport.es-მა.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ კიდევ ერთხელ შეეცდება 22 წლის ნახევარმცველის შეძენას. შეგახსენებთ, რომ ფელიქსის გადაბირებით პირადად არის დაინტერესებული კატალონელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა.

მიმდინარე სეზონში ჟოაო ფელიქსმა „ატლეტიკოში“ 53 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს არის შეფასებული.