„ბარსელონა“ ისაკით ინტერესდება და მას დიოკერეშზე მაღლა აყენებს #1TVSPORT
„ბარსელონა“ დაინტერესებულია „ნიუკასლის“ ფორვარდით ალექსანდრ ისაკით.
კატალონური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის სატრანსფერო სიაში შეყვანილ ფორვარდებს შორის, „ბარსელონას“ ყველაზე მეტად სწორედ ისაკი ხიბლავს. შვედს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ვიქტორ დიოკერეშს „სპორტინგიდან“.
„ბარსელონა“ ეძებს შემტევ ფეხბურთელს, რომელიც, სასურველია, იმოქმედებს მარცხენა ფლანგიდან, მაგრამ, ამასთან, შეძლებს შეტევას და გოლების გატანას.
დეკემბერში ისაკი პირველად აღიარეს პრემიერლიგის თვის მოთამაშედ. „ნიუკასლის“ ფორვარდმა დეკემბრის ექვს მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.