„ბარსელონა“ იანვარში ახალი ფეხბურთელების რეგისტრირებას ვერ შეძლებს, თუ ვინმეს არ გაყიდის #1TVSPORT

11:41, 19.11.2021
Brazilian midfield  Arthur Henrique Ramons de Oliveira Melo is presented as new FC Barcelona's player at Camp Nou staium on Barcelona, Catalonia, Spain in July 12, 2018. (Photo by Miquel Llop/NurPhoto via Getty Images)

„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ვერ შეძლებს ახალი ფეხბურთელების რეგისტრირებას, თუ ამჟამინდელი შემადგენლობიდან ვინმეს არ გაყიდის.

„ამ მომენტისთვის არ არის შესაძლებლობა ზამთარში ახალი ფეხბურთელები მოვიყვანოთ. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. ვნახოთ, რის გაკეთება იქნება შესაძლებელი იანვრისთვის“, – განაცხადა „ბარსელონას“ დირექტორმა მატეუ ალემანიმ.

უახლოეს უქმეებზე „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში ჩავის დებიუტი ექნება. ამ დღეებში მისი პირველი შენაძენი გახდა ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში.

მსგავსი