ზაფხულში „ბარსელონა“ სამხრეთკორეელი თავდამსხმელის, ჰენ-მინ სონის უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას აპირებს, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TheSunFootball-ი ავრცელებს.
სონი ამჟამად ლონდონის „ტოტენჰემის“ კაპიტანია და კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ივნისში ეწურება.
როგორც ცნობილია, მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან და, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი გუნდს დაემშვიდობება.
მძიმე ფინანსური სიტუაციიდან გამომდიანრე, ბოლო რამდენიმე წელია, რაც „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტების ბაზარზე ყველაზე აქტიური კლუბია.
რაც შეეება 32 წლის სონს, აზიელი ფეხბურთელი „ტოტენჰემის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 431 შეხვედრაში მან 169 გოლი გაიტანა.