„ბარსელონა“ ჰავერცში სამ ფეხბურთელს ცვლის
„ბარსელონა“ ჰავერცში სამ ფეხბურთელს ცვლის

„ბარსელონა“ ინტერესს გამოთქვამს „ლევერკუზენის“ ნახევარმცველის კაი ჰავერცის მიმართ.

„თრაიბალ ფუტბოლ“-ის (Tribal Football) ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან სავარაუდო გარიგებაში სამი საკუთარი ფეხბურთელი ჩართონ. ლაპარაკია ემერსონზე (იჯარის წესით „ბეტისში“ თამაშობს), მარკ კუკურელიაზე და კარლეს ალენიაზე (ასევე იჯარით „ბეტისშია“).

აპრილის ბოლოს, „ი-ეს-პი-ენ“-მა (ESPN) 20 წლის ჰავერცი მეხუთე ადგილზე დააყენა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა რეიტინგში. პირველ ადგილზე გავიდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე.

გერმანიის 2019-20 წლების სეზონში ჰავერცმა 22 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.