„ბარსელონა“ ევროპის ლიგის განაცხადში ყველა ახალწვეულს ვერ შეიყვანს #1TVSPORT
„ბარსელონა“ ევროპის ლიგის განაცხადში ყველა ახალწვეულს ვერ შეიყვანს #1TVSPORT

„ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბს მოუწევს თავისი ერთ-ერთი ახალბედას განაცხადის მიღმა დატოვება ევროპის ლიგის გათამაშებაზე, – ეს ინფორმაცია გაზეთმა AS-მა გაავრცელა,

იანვარში კატალონურმა კლუბმა გაიფორმა ოთხი ფეხბურთელი: დანი ალვეში, ფერან ტორესი, ადამა ტრაორე და პიერ-ემერიკ ობამეიანგი.

უეფა-ს წესების თანახმად, კლუბს ევროთასების გაზაფხულის ნაწილისთვის განაცხადში მხოლოდ სამი ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ შეადგენლობაში ნამდვილად მოხვდება ტორესი. დანი ალვეშსაც დიდი შანსი აქვს ევროპის ლიგაზე სათამაშოდ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ადგილისთვის იბრძოლებენ ტრაორე და ობამეიანგი და, შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანი ვერ ითამაშებს ევროპის ლიგაზე.

შეგახსენებთ, რომ 1/16 ფინალში „ბარსელონა“ „ნაპოლის“ უნდა შეხვდეს. პირველი შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება.