„ბარსელონა“ ევროლიგის ერთპიროვნული ლიდერია (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 21-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. კატალონიის „ბარსელონა“ სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება იზეიმა (60-72)

ესპანელებმა მეტოქეს მხოლოდ მეორე მეოთხედი დაუთმეს. „ბარსელონას“ რიგებში 14 ქულით საუკეთესო კორი ჰიგინსი გამოდგა. 12 ქულა დააგროვა პიერ ორიოლამ. 11 ქულა მიითვალა როლანდს სმიტსმა. ნიკ კალატესმა კი საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა.

მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი, 11 ქულა ოგნჟენ დობრიჩის ანგარიშზეა.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ბარსელონა“ ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან თორნიკე შენგელიას „ცე ეს კამ“ „ფენერბახჩესთან“ წააგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ცე ეს კა – ფენერბახჩე (83-89)

ჟალგირისი – ოლიმპიაკოსი (81-79)

ბასკონია – ალბა (77-84)