„ბარსელონა“ ერიკ გარსიას შეძენას გეგმავს
„ბარსელონა“ ერიკ გარსიას შეძენას გეგმავს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, ერიკ გარსიას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელი მანჩესტერში დარჩენას აღარ აპირებს, – წერს Sport.es.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი 19 წლის ფეხბურთელის გუნდში დაბრუნებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ერიკ გარსია „ბარსელონას“ აღზრდილია. 2021 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, ამიტომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა შეეცდება, რომ ნახევარმცველი წელსვე სარფიანად გაასხვისოს.