„ბარსელონა” ჟირუთი დაინტერესდა
„ბარსელონა” ჟირუთი დაინტერესდა

ესპანური „ბარსელონა“ გასაძლიერებლად ფორვარდის ძიებას განაგრძობს. ესპანელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განზრახული აქვთ, რომ ლუის სუარესის ტრამვის გამო თავდასხმის ხაზში ერთი ფეხბურთელი მაინც დაიმატონ.

გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ ლონდონის „ჩელსის” შემტევ ოლივიე ჟირუთია დაინტერესებული. კატალონიელებმა ბაზარი შეისწავლეს და ფეხბურთელთა ამჟამინდელი ფასები მდგომარეობას ართულებს, თუმცა ფრანგი მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რადგანაც ჟირუს არენდის წესით აყვანა გამოსყიდვის გარეშეც შეუძლიათ.

„ჩელსის“ ფორვარდით კიდევ მილანის „ინტერი“ და ინგლიური „ასტონ ვილა“ არიან დაინტერესებულნი. ჟირუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა

დატოვე კომენტარი