„ბარსელონა“ დეზირე დუეს შესაძენად ემზადება – კლუბი ახალ პროექტს ფრანგისა და იამალის გარშემო ააგებს #1TVSPORT

12:51, 16.08.2025

„ბარსელონას“ სერიოზული სატრანსფერო მიზნები აქვს. გამოცემა indykaila News-ის ინფორმაციით, კატალონურ გრანდს სურს, გაიფორმოს „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი დეზირე დუე, რათა ლამინ იამალისა და მის გარშემო ააგოს ახალი პროექტი. ამ გეგმების განხორციელებას ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი უახლოეს თვეებში აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს „ბარსელონა“ მოლაპარაკებებს პარიზულ კლუბთან.

მანამდე კატალონელებს სხვა მიმდინარე პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, რაც რამდენიმე ახალი ფეხბურთელის რეგისტრაციას უკავშირდება. ამისთვის ესპანეთის ჩემპიონი მზად არის, აამოქმედოს ყველა ფინანსური გარანტია.

მსგავსი