„ბარსელონა“ დეპაის ალტერნატივად 21 წლის თავდამსხმელს განიხილავს
„ბარსელონა“ დეპაის ალტერნატივად 21 წლის თავდამსხმელს განიხილავს

რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ მისვლის შემდგომ აქტიურად ცდილობდა მემფის დეპაის „ლიონიდან“ გადაბირებას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა.

„ყველაფერი თითქოს მზად იყო, მაგრამ ლა ლიგის წესების მიხედვით,  ახალი ფეხბურთელის დასამატებლად, პირველ რიგში, სხვა მოთამაშე უნდა გაგვეყიდა“, – განაცხადა კუმანმა Algemeen Dagblad-თან საუბრისას.

Mundo Deportivo ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი არ განხორციელდა, კატალონიური კლუბი მზადაა „პსვ ეინდჰოვენის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი დონიელ მალენი დაიმატოს.

მალენმა უკვე მიიქცია არაერთი გრანდის  ყურადღება და მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, შესაძლოა გუნდი იანვარშივე დატოვოს. ამ სეზონში მალენმა 9 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დონიელ მალენის შეძენა ზაფხულში „ლივერპულსაც“ სურდა.