„ბარსელონა“ დემბელეს გასხვისებას არ აპირებს

20:34, 01.05.2020

კატალონიურ გრანდს მომავალ სეზონში უსმან დემბელეს იმედი აქვს და ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ გაყიდის, – იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი 22 წლის ფეხბურთელში დიდ პერსპექტივას ხედავს და მის გამოჯანმრთელებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ მარჯვენა ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო და ოპერაციაც გადაიტანა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დემბელემ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი