„ბარსელონა“ დე ლიხტისა და დე იონგის ტრანსფერებს ამზადებს
„ბარსელონა“ დე ლიხტისა და დე იონგის ტრანსფერებს ამზადებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა სერიოზულად მუშაობს „აიაქსის“ ახალგაზრდა კაპიტნის, მატეის დე ლიხტის ტრანსფერზე. ამ საკითხის მოსაგვარებლად, ესპანური კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ამსტერდამში ჩავიდა და პირადად ელაპარაკა ცენტრალურ მცველს, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

ამ ტრანსფერის განხორციელება ზამთარში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა და იქ თავისი ლიდერები სჭირდება. ზაფხულში კი გარიგების განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ბარსელონას“ ინტერესის სფეროშია „აიაქსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი.

ამსტერდამული კლუბი ამ ორ მოთამაშეში დაახლოებით 160 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.