„ბარსელონა“ დე ლიგტს ტრანსფერზე მოელაპარაკა
„ბარსელონა“ დე ლიგტს ტრანსფერზე მოელაპარაკა

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველმა მატეის დე ლიგტმა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე ესპანური გაზეთის ინფორმაციით, 19 წლის ჰოლანდიელმა, რომლითაც ბევრი ტოპ-კლუბი ინტერესდება, ტრანსფერზე მოელაპარაკა „ბარსელონას“.

გარიგების თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, „ბარსელონა“ მოელაპარაკა „აიაქსის“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და 21 წლის ფეხბურთელი „ბარსაში“ ზაფხულში გადავა.

ამ დღეებში, დე ლიგტმა უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადებაზე.