„ბარსელონა“ დე იონგს ახალ კონტრაქტზე ელაპარაკება #1TVSPORT
„ბარსელონა“ დე იონგს ახალ კონტრაქტზე ელაპარაკება #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგთან ახალ კონტრაქტზე დაიწყო მოლაპარაკებები, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ. კატალონურმა კლუბმა ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელს 2028 წლის ზაფხულამდე შესთავაზა ხელშეკრულების გაგრძელება.

დე იონგის ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ დე იონგს შესთავაზებდნენ ხელფასის შემცირებას, რომელიც დღეს წელიწადში 37 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.