„ბარსელონა“ და „რეალი“ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაებნენ
„ბარსელონა“ და „რეალი“ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაებნენ

ესპანეთის ჩემპიონატის გრანდები „რეალი“ და „ბარსელონა“ ჯეიდონ სანჩოს ხელში ჩაგდებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან, – იუწყება Bild.

თავის მხრივ დორტმუნდელები ცდილობენ, რომ სანჩოსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ.

მიმდინარე სეზონში ჯეიდონ სანჩომ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში ბრწყინვალე თამაში აჩვენა, გაიტანა 17 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგაგხსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „დორტმუნდის“ ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაინტერესებულია.