„ბარსელონა“ და „ნაპოლი“ უმაყურებლებოდ ითამაშებენ

15:28, 10.03.2020

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის. მიზეზად კორონავირუსის გავრცელება დასახელდა.

„კამპ ნოუზე“ მატჩი დახურული იქნება მაყურებლებისთვის“, – იტყობინება კატალონური კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი.

თამაში 18 მარტს არის დაგეგმილი. პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა.

მსგავსი