„ბარსელონა“ და „ლაციო“ რომანიოლის შეძენას გეგმავენ
„ბარსელონა“ და „ლაციო“ რომანიოლის შეძენას გეგმავენ

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მილანის“ მცველის, ალესიო რომანიოლის გადმობირებას შეეცდება, – იუწყება  Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის მთავარი მეტოქე რომის „ლაციო“ იქნება.

რომაელები „მილანის“ ხელმძღვანელობასა და თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.

ალესიო რომანიოლი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.