„ბარსელონა“ და ლა ლიგის ხელმძღვანელობა მესის ტრანსფერის განსახილველად შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT
„ბარსელონა“ და ლა ლიგის ხელმძღვანელობა მესის ტრანსფერის განსახილველად შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT

„ბარსელონა“ ლა ლიგის ხელმძღვანელობას შეხვდება ლიონელ მესის ტრანსფერის განსახილველად.

ცნობილია, რომ კატალონური კლუბი ცდილობს „პარი სენ-ჟერმენიდან“ არგენტინელი ფეხბურთელის დაბრუნებას.

ამასთან დაკავშირებით, მომდევნო კვირას „ბარსელონას“ წარმომადგენლები შეხვდებიან ლა ლიგის ხელმძღვანელობას ინფორმაციის მისაღებად იმის თაობაზე, შეძლებენ თუ არა ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმებას.

კატალონელებმა, კლუბის დირექტორის, მატეუ ალემანის მეთაურობით, მოამზადეს ეკონომიკური გეგმა სახელფასო ბიუჯეტის იმ ლიმიტამდე განტვირთვისთვის, რომელიც ლა ლიგის მიერ მომავალი სეზონისთვისაა დადგენილი.

„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ ლა ლიგა დართავს კლუბს ნებას, მოლაპარაკებები აწარმოოს მესისთან.

„ბარსელონას“ სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ლა ლიგა მწვანე შუქს აუნთებს ტრანსფერს ფეხბურთელთან შეთანხმების შემთხვევაში. მესის გადასვლა „ბარსაში“ მომგებიანად არის მიჩნეული როგორც კლუბისთვის, ასევე ლიგისთვის.