„ბარსელონა“ და „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე თითქმის შეთანხმდნენ
„ბარსელონა“ და „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე თითქმის შეთანხმდნენ

ესპანური პრესის ცნობით, სულ უფრო რეალური ხდება „ინტერის“ ფორვარდ ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ გადასვლა. როგორც ირკვევა, იტალიური და ესპანური კლუბები 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან ახლოს არიან.

აღნიშნავენ, რომ კატალონიელები მზად არიან არგენტინელში გადაიხადონ 60 მილიონი ევრო და გარიგებაში ჩართონ ორი მოთამაშე, რომელთა გვარებს არ ასახელებენ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ მზად არის დათმოს არტურო ვიდალი, ხუან ფირპო და ნელსონ სემედუ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ლაუტარომ უარყო „ინტერის“ წინადადება ახალ კონტრაქტზე და „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.

მიმდინარე სეზონზე მარტინესმა 22 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და 11 გოლი გაიტანა.