ცნობილი გახდა ლამინ იამალის „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტის ვადები.
გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონური კლუბი და გარემარბი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
იამალის ამჟამინდელი ხელფასი მინიმალურ დონეზეა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელისთვის. თავდაპირველად იგეგმებოდა იამალის ხელფასის გაორმაგება, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს თანხა არ იქნებოდა შესაბამისობაში გუნდში ფეხბურთელის მნიშვნელობასთან.
ამჟამად, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის ფინანსურ მხარეს.