„ბარსელონა“ და ფრენკი დე იონგი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან #1TVSPORT

16:17, 03.10.2025

„ბარსელონა“ და გუნდის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, მხარეებს შორის დადებული ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში. კლუბმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ფრენკი დე იონგი „ბარსელონას“ წევრი 2019 წელს გახდა, ის ესპანური ფეხბურთის გრანდს ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა. მოქმედი კონტრაქტი ნიდერლანდელს კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტუნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი