„ბარსელონა“ და დემბელე ერთ ნაბიჯზე არიან შეთანხმებასთან - ფრანგი ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას დათანხმდა #1TVSPORT
„ბარსელონა“ და დემბელე ერთ ნაბიჯზე არიან შეთანხმებასთან - ფრანგი ხელფასის 40 პროცენტით შემცირებას დათანხმდა #1TVSPORT

ფრანგი გარემარბი უსმან დემბელე, დიდი ალბათობით, კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონელები ახლოს არიან ფრანგთან ახალი კონტრაქტის გაგრძელებასთან.

მორიგი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ გარიგების დასრულებას ერთი ნაბიჯი სჭირდება – კლუბის დირექტორის მატეუ ალემანის თანხმობა, რომელიც თავიდან წინააღმდეგი იყო ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელების.

„ბარსელონას“ სურს, რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს ეს საკითხი, რათა დემბელემ წინასასეზონო მზადების პირველივე დღიდან შეუერთდეს გუნდს.

ამტკიცებენ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ითამაშა გადამწყვეტი როლი კომპრომისის პოვნაში.

წყაროს ცნობით, ფრანგს 40 პროცენტით ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე წინა კონტრაქტის მიხედვით. მისი ხელფასი ფორვარდ ანსუ ფატის ხელფასის ტოლი იქნება.