„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი მეისონ გრინვუდი შესანიშნავ სეზონს ატარებს „მარსელში“ და კარგი შანსი აქვს რომელიმე ტოპ-გუნდში აღმოჩნდეს.
ჟურნალისტ ექრემ კონურის ინფორმაციით, ზაფხულში ერთბაშად ორი გრანდი აპირებს ინგლისელი ფეხბურთელისთვის ბრძოლას. ლაპარაკია „ბარსელონაზე“ და „ბაიერნზე“.
ორივე კლუბი ეძებს შეტევის გაძლიერების შესაძლებლობას, გრინვუდი კი იმ ყაიდის ფეხბურთელია, რომელიც ამ გუნდებს სჭირდებათ.
მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელის შესაძენად სოლიდური თანხის გადახდა იქნება საჭირო – „მარსელი“ თავის ფორვარდს 75 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში გრინვუდმა ლიგა 1-ის 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა.