„ბარსელონა“ და „არსენალი“ გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველით ინტერესდებიან #1TVSPORT
„ბარსელონა“ და „არსენალი“ დაინტერესდნენ გერმანელი ნახევარმცველით ანჯელო შტილერით. გერმანელი ჟურნალისტის კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ორივე კლუბი განიხილავს „შტუტგარტისა“ და გერმანიის ნაკრების საყრდენის ტრანსფერს.
შტილერის „შტუტგარტთან“ კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა 36.5 მილიონი ევრო. ამ პუნქტის გააქტიურება მსურველ კლუბებს 2026 წელს შეეძლებათ.
ამ სეზონში 24 წლის შტილერმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.