„ბარსელონა“ ბრეიტუეიტში 20 მილიონ ევროს გადაიხდის
„ბარსელონა“ ბრეიტუეიტში 20 მილიონ ევროს გადაიხდის

კატალონონიელები „ლეგანესის“ ფორვარდის, მარტინ ბრეიტუეიტის შეძენას გეგმავენ, – იუწყება Cadena Cope.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს, რადგან ბრეიტუეიტის კონტრაქტში ზუსტად ეს თანხაა მითითებული და „ლეგანესი“ ფასის მომატებას ვერ შეძლებს.

28 წლის მარტინ ბრეიტუეიტმა მიმდინარე სეზონში „ლეგანესის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა ბურთი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

საინტერესოა, რომ Transfermarkt.com ბრეიტუეიტს ორჯერ ნაკლებად აფასებს (10 მილიონი ევრო), ვიდრე კატოლონიელები აპირებენ გადახდას.