ბარსელონა ატლეტიკოსთან წაგებას გადაურჩა [ვიდეო]
ბარსელონა ატლეტიკოსთან წაგებას გადაურჩა [ვიდეო]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ცენტრალური მატჩი გაიმართა. მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ მიიღო და სულ ცოტა დააკლდა სამი ქულის მოსაპოვებლად და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე გადასასვლელად.

ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა. ანტუან გრიზმანმა კუთხურიდან ჩააწოდა და დიეგო კოშტამ თავით გახსნა ანგარიში.


„ბარსელონა“ წაგებას უსმან დემბელეს გადაარჩინა, რომელმაც 90-ე წუთზე ლიონელ მესის პასით გაიტანა.


„ბარსელონა“ 25 ქულით პირველი ადგილზეა. 24 ქულა აქვს „ატლეტიკოს“. კვირას, შინ „ვალიადოლიდის“ დამარცხების შემთხვევაში, ახალი ლიდერი „სევილია“ იქნება.