„ბარსელონა“ ასპილიკუეტას მოელაპარაკა #1TVSPORT
„ბარსელონა“ ასპილიკუეტას მოელაპარაკა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ შეთანხმებას მიაღწია „ჩელსის“ მცველთან სესარ ასპილიკუეტასთან, რომლის მიხედვითაც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი კატალონურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ.

ასპილიკუეტას კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება. ფეხბურთელი ლონდონში გატარებული 10 წლის შემდეგ დაბრუნდება ესპანეთში.

32 წლის ასპილიკუეტამ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.