„ბარსელონა“ აქტიურად მუშაობს მესის დაბრუნებაზე #1TVSPORT
„ბარსელონა“ აქტიურად მუშაობს მესის დაბრუნებაზე #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, უახლოეს დროში „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

ესპანური პრესის მონაცემებით, არგენტინელი ფორვარდი არ აპირებს პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მესი კატალონურ კლუბში დაბრუნდება.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მესის დაბრუნებაზე აქტიური მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.