„ბარსელონა“ აპირებს, მომავალი სეზონისთვის სეტიენი მთავარ მწვრთნელად დატოვოს
„ბარსელონა“ აპირებს, მომავალი სეზონისთვის სეტიენი მთავარ მწვრთნელად დატოვოს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ მხარდაჭერა გამოხატა კლუბის მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის მიმართ.

„სეტიენი უხელმძღვანელებს გუნდს პრიმერას დარჩენილ ნაწილში და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. გვინდა მისი კონტრაქტი ბოლომდე შევასრულოთ და ის ჩვენთან ერთად იყოს მომდევნო სეზონში. როცა მას ვირჩევდით, შორს მიმავალი გეგმები შევადგინეთ“, – განაცხადა ბარტომეუმ.

სეტიენი „ბარსელონას“ 2020 წლის იანვრიდან ავარჯიშებს. ამ მომენტისთვის, კატალონელები მეორე ადგილზე არიან ლა ლიგაში და ლიდერ „რეალს“ დაკარგული ქულებით ოთხი ქულით ჩამორჩებიან.