„ბარსელონა“ ანტონით დაინტერესდა #1TVSPORT
„ბარსელონა“ ანტონით დაინტერესდა #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსის“ ფორვარდს, ანტონის შანსი აქვს კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს „ბარსელონა“. ასევე 21 წლის ფეხბურთელის შეძენით „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული.

ანტონის კონტრაქტი ნიდერლანდურ კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგაზე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.