„ბარსელონა“ ალბას კონკურენტად ალაბას მოიაზრებს
„ბარსელონა“ ალბას კონკურენტად ალაბას მოიაზრებს

იმისათვის, რომ ჯორდი ალბას მეტი სტიმული მიეცეს, „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ მისთვის კონკურენტის ყიდვას აპირებს. საუბარია დავიდ ალაბაზე, რომელიც „ბაიერნის“ აღზრდილია და რეკორდმაისტერთა ძირითად გუნდში 2010 წლიდან ირიცხება.

27 წლის ალაბამ თავად შესთავაზა საკუთარი თავი კატალონიელებს რამდენიმე კვირის წინ და ახლა „ბარსელონა“ მის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს.

ესპანეთის ჩემპიონები ასევე აკვირდებიან „აუგსბურგის“ ფილიპ მაქსსა და „რეალ ბეტისის“ ჯუნიორ ფირპოს.