„ბარსელონა“ ახლოს არის შჩესნისთან ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივებასთან #1TVSPORT
„ბარსელონა“ მზად არის გააგრძელოს თანამშრომლობა 34 წლის მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან. ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es.
პოლონელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ.
შჩესნი მზადაა კიდევ ერთი სეზონი დარჩეს კატალონურ კლუბში იმის მიუხედავად, რომ სათადარიგო მეკარის როლო ექნება მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აღდგენის შემდეგ. აღნიშნავენ, რომ შჩესნი და მისი ოჯახის წევრები კომფორტულად გრძნობენ თავს ესპანეთში. ასევე მეკარეზე გავლენას ახდენს ის ფაქტორი, რომ გუნდში თამაშობს პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა აქვს.
შჩესნი, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, „ბარსელონას“ ოქტომბერში შეუერთდა. მან ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.