„ბარსელონა“ აგუეროს დამატებითაა დაინტერესებული - არგენტინელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მოლოდინშია
„ბარსელონა“ აგუეროს დამატებითაა დაინტერესებული - არგენტინელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მოლოდინშია

სერხიო აგუეროს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე რჩება, ქალაქელებს კი, ჯერჯერობით, არგენტინელი ფეხბურთელისათვის შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

აგუეროს მიმდინარე კონტრაქტის სტატუსი მას შესაძლებლობას აძლევს, რომ ამ თვეში მოლაპარაკებები აწარმოოს სხვა კლუბებთან.

The sun-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდის შეძენით რონალდ კუმანია დაინტერესებული. „ბარსელონა“ მიუხედავად ფინანსური კრიზისისა აქტიურად ცდილობს შეტევის ხაზის გაძლიერებას. ჰოლანდიელ სპეციალისტს ინტერვიუებში ხშირად უთქვამს, რომ გუნდს ახალი ფეხბურთელების დამატება სჭირდება. მან უკვე არაერთი ფეხბურთელის დაყენება სცადა ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ იდეალურ ვარიანტს ვერ მიაგნო.

სერხიო აგუეროს დამატებით მარტო კატალონიელები არ არიან დაინტერესებულნი. მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებაც, რომ მაურისიო პოჩეტინო არგენტინელის პარიზულ კლუბში გადაყვანას ცდილობს.