„ბარსელონა“ 2025 წელს ჰალანდის შეძენას ეცდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ 2025 წელს ჰალანდის შეძენას ეცდება #1TVSPORT

„ბარსელონა“ 2025 წლის ზაფხულში შეეცდება „მანჩესტერ სიტიდან“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის შეძენას, – ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს ჟურნალისტი ჟოტა ჟორდი.

წყაროს ცნობით, კატალონურმა კლუბმა გადაწყვიტა გააქტიუროს ნორვეგიელი თავდამსხმელის შეძენის პროცესი, რადგან ეჭვობს, რომ 36 წლის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ვერ შეძლებს სეზონში 60-70 მატჩის ერთ დონეზე ჩატარებას. გარდა ამისა, „ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ 2025 წლის ზაფხული იდეალური დროა ჰალანდის შესაძენად, რადგან ძალაში იქნება „მანჩესტერ სიტის“ სასამართლო გარჩევა პრემიერლიგასთან კლუბის მხრიდან ფინანსური დარღვევების შესახებ.