„ბარსას“ ფანებმა მეფის თანდასწრებით ესპანეთის ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს

18:52, 22.04.2018

“ბარსელონას” გულშემატკივრებმა მადრიდში, ესპანეთის თასის ფინალის დროს ქვეყნის ჰიმნის შესრულების დროს დაუსტვინეს. ეს ყველაფერი ესპანეთის მეფე ფილიპ VI-ის თანდასწრებით მოხდა, რომელიც ფინალის საპატიო სტუმარი იყო.

“ბარსას” ფანები უკმაყოფილონი არიან კატალონიის გარშემო შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით და ითხოვენ რეგიონის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიდერების პატიმრობიდან განთავისუფლებას. ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” 5:0 მოუგო “სევილიას”.

მსგავსი