„ბარსასა“ და „რეალის“ ლეგენდები სექტემბერში აშშ-ში ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს #1TVSPORT
„ბარსელონამ“ გამოაცხადა ლეგენდების მონაწილეობით ორი „კლასიკოს“ ჩატარების შესახებ.
კატალონელთა ინფორმაციით, მატჩები „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 და 14 სექტემბერს გაიმართება. პირველ შეხვედრას ნიუ იორკი („რეს ბულ არენა ჰარისონი“) უმასპინძლებს, მეორეს – მაიამი („ჩეის სტედიუმი“).
სავარაუდო შემადგენლობები ჯერ ცნობილი არ არის.
მეორე შეხვედრა „ინტერ მაიამის“ სტადიონზე ჩატარდება. ამ კლუბში თამაშობენ „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები – ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი, ხოლო გუნდს ასევე ექსბარსელონელი ხავიერ მასკერანო ავარჯიშებს.