ბარსამ ნავარო დააფასა
ბარსამ ნავარო დააფასა

ბარსელონას საკალათბურთო გუნდმა ხმარებიდან ამოიღო მე-11 ნომერი, რომლითაც კატალონურ კლუბში ხუან კარლოს ნავარო თამაშობდა, – ამის შესახებ წერს კლუბის ტვიტერი. 38 წლის ესპანელმა კარიერა 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა. ცერემონია ევროლიგის მატჩის წინ გაიმართა.

ნავარო ბარსელონაში 20 წელი თამაშობდა, 2007-08 წლების სეზონი მემფისის რიგებში გაატარა. მცველი ორჯერ იყო ევროლიგის ჩემპიონი, რვაჯერ ესპანეთის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ორჯერ ევროპის ჩემპიონატი. დღეს ის სპორტული ფუნქციონერია ბარსელონაში.